ავტორიზაცია საიტზე

საკონტაქტო ინფორმაცია

  • +995 (555) 000 000
  • +995 (555) 000 000
  • mail@mail.ru
  • მისამართი

    • 25 Shota Rustaveli Ave, T'bilisi 0108
    Under Construction Ver. 2.0
    ოპერის თეატრი

    საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

    საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ოფიციალურად 1925 წელს დაარსდა და მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ივანე ფალიაშვილი გახლდათ. 1933 წელს ორკესტრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მთავარ დირიჟორად 1937 წელს რეპრესირებული - ლეგენდარული ევგენი მიქელაძე დაინიშნა. 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დამსახურებული ორკესტრის წოდება მიენიჭა, ხოლო 1994 წელს - ევგენი მიქელაძის სახელი.
    სხვადასხვა დროს ორკესტრს ხელმძღვანელობდნენ დირიჟორები: ალექსანდრე გველესიანი, გრიგოლ კილაძე, ალექსანდრ გაუკი, შალვა აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი, ჯემალ გოკიელი, ზაქარია ხუროძე, ჯანსუღ კახიძე, დევიდ დელ პინო კლინგე, ვახტანგ მაჭავარიანი; სამხატვრო ხელმძღვანელები: ანდრია ბალანჩივაძე და ალექსი მაჭავარიანი.
    2005 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, სხვა სახელმწიფო სტატუსის მქონე კოლექტივებთან ერთად, ახლად დაფუძნებულ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაერთიანდა და მას შემდეგ ორკესტრი მოიხსენიება, როგორც ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელად კი ვენიდან მოიწვიეს 25 წლის კომპოზიტორი - ნიკოლოზ რაჭველი. 2007 წლიდან მან ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობა შეითავსა.
    სხვადასხვა წლებში ორკესტრი კონცერტებით გამოდიოდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის: ბერლინის ფილარმონია, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ათენისა და ფრანკფურტის საკონცერტო დარბაზები; პარიზის LES INVALIDES, პიერ კარდენის ცენტრი, UNESCO-ს საკონცერტო დარბაზი და SALLE PLEYEL-ი; პეტერბურგის შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონია, მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ბერლინის კონცერტჰაუზი, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლე BOZAR-ი, სტრასბურგის CONVENTION CENTRE, ტალინის NORDEA, ჰამბურგის ELBPHILHARMONIE, ფრანკფურტის ALTE OPER და სხვ.
    ორკესტრის რეპერტუარი მოიცავს ეროვნული და მსოფლიო სიმფონიური და საოპერო მუსიკის არაერთ შედევრს. ის გახლავთ ქართველ კომპოზიტორთა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი სიმფონიური თხზულების პირველი შემსრულებელი და ამასთანავე უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ქართული პრემიერებისა.
    2013 წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს მასშტაბით, პირველი ისტორიული რეფორმის ინიციატორი ხდება, რომლის მიხედვითაც ორკესტრმა მოიპოვა უფლება თავად აიჩიოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. მანამდე აღნიშნული თანამდებობა კულტურის მინისტის მიერ ინიშნებოდა. ამავე წლის დეკემბერში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველ არჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველი აირჩია. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოში კი ისეთი რანგის ქართველი მუსიკოსები გაერთიანდნენ, როგორიცაა გია ყანჩელი, ალექსანდრე თორაძე, პაატა ბურჭულაძე, იოსებ ბარდანაშვილი და შალვა მოსიძე. 
    94 წლის მოღვაწეობის მანძილზე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობდნენ ისეთი მაღალი რანგის მუსიკოს-შემსრულებლები, როგორიცაა: სერგეი პროკოფიევი, დმიტრი შოსტაკოვიჩი, სვიატოსლავ რიხტერი, იაკოვ ფლიერი, ემილ გილელსი, ანი ფიშერი, ვან კლიბერნი, დავიდ ოისტრახი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, კურტ მაზური, კენტ ნაგანო, იური ტემირკანოვი, ვალერი გერგიევი, იური ბაშმეტი, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე თორაძე, ლიანა ისაკაძე, მარინე იაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ელისო ვირსალაძე, ლიზა ლეონსკაია, კიმ კაშკაშიანი, ნინო ანანიაშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, დავიდ გერინგასი, ნიკოლას ალშტატი, ნატალია გუტმანი, გიდონ კრემერი, მიშელ კრაიდერი, კატია რიჩარელი, ჯუზეპე ჯაკომინი, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანაელი, მაყვალა ქასრაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი, გიორგი გაგნიძე, იანო თამარი, მაქსიმ რისანოვი, გიორგი ცაგარელი, ანდრეს მუსტონენი, არიელ ცუკერმანი, სერგეი ნაკარიაკოვი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, კრის ბოტი, სტინგი, ბიორკი, ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და მრავალი სხვ. Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите сюда это стоит того