
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის ახალგაზრდა მუსიკოსებმა 2015 წლის ივლისში დააარსეს საქართველოს სიმებიანი ორკესტრი, რომლის პრეზენტაცია შედგა ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში - BOZAR, გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო სერიების ფარგლებში. 2016 წელს სიმებიანი ორკესტრი მიწვეული იყო ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რამოდენიმე წარმატებული კონცერტი გამართა. ორკესტრი თანამშრომლობს ცნობილ ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან, როგორიცაა: ლიზა ბათიაშვილი, ლექსო თორაძე, ანიტა რაჭველიშვილი, რენო კაპუსიონი, საშა სოუმი, ვიქტორ ჟულიენ-ლაფერიე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯანლუკა მარჩანო, ვახტანგ მაჭავარიანი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ლუკა ლუჩინი, იური რევიჩი, გიორგი ცაგარელი, ლევან ცხადაძე და სხვ.