ავტორიზაცია საიტზე

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

საკონტაქტო ინფორმაცია

  • +995 (555) 000 000
  • +995 (555) 000 000
  • mail@mail.ru
  • მისამართი

    • 25 Shota Rustaveli Ave, T'bilisi 0108
    Under Construction Ver. 2.0
    ოპერის თეატრი

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამის ფარგლებში

    2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მუსიკალური პროგრამის ფარგლებში წარმოგიდგენთ სიმფონიური და საგუნდო მუსიკის კონცერტს, რომელიც დაგეგმილია ფრანკფურტის ალტე ოპერაში 2018 წლის 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე. კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი, სოლისტი - ლიზა ბათიაშვილი.
    პროგრამაშია ბიძინა კვერნაძის, ალექსი მაჭავარიანის, ზვიად ბოლქვაძის, იოსებ კეჭაყმაძის, ნიკოლოზ რაჭველის და გია ყანჩელის ნაწარმოებები.
    კონცერტის ორგანიზატორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
    ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონცერტში სამწუხაროდ ვერ იღებს მონაწილეობას ლიზა ბათიაშვილი. აქედან გამომდინარე გია ყანჩელის სტიქსს შეასრულებს კომპოზიტორის ნაწარმოებთა ერთერთ საუკეთესო შემსრულებლად დასახელებული ალტისტი - გიორგი ცაგარელი