ავტორიზაცია საიტზე

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно

საკონტაქტო ინფორმაცია

  • +995 (555) 000 000
  • +995 (555) 000 000
  • mail@mail.ru
  • მისამართი

    • 25 Shota Rustaveli Ave, T'bilisi 0108
    Under Construction Ver. 2.0
    ოპერის თეატრი

    გია ყანჩელი - ქარით დატირებული

    2019 წლის 3 დეკემბერს, 19:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონში (კოსტავას ქ. 59) წარმოგიდგენთ გივი ორჯონიკიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავსადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „მუსიკა კულტურის კონტექსტში“ ფარგლებში.
    მონაწილეობენ: წმინდა სამების საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი გიორგი ცაგარელი, ალტი
    პროგრამა: ქართული საგუნდო მუსიკა გია ყანჩელი - გივი ორჯონიკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ორკესტრისა და სოლო ალტისათვის „ქარით დატირებული“
    კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
    გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
    ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი
    საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია ჰოლდინგი პალიტრა, საინფორმაციო პორტალი 118 08

    ადგილმდებარეობა

    სილქ ფაქტორი სტუდიოს პავილიონში (კოსტავას ქ. 59)